ცხადდება კონკურსი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად.
სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადები გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე tsiala.giorgadze@tsu.ge 30 ნოემბრიდან 06 დეკემბრის დღის 12 საათამდე.
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ცალკეული ფაილების სახით:
შევსებული განცხადება - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (განცხადება);
პირადობის მოწმობა - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (პირადობის მოწმობა);
საბანკო ანგარიშის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (ამონაწერი);
შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვ.) - (ფაილის სახელი: გვარი_სახელი (კონფერენცია/პუბლიკაცია/სხვ). დოკუმეტაციაში გარკვევით იყოს მითითებული კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების ან გამოსაქვეყნებლად მიღების თარიღი.
განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაელოდეთ წერილობით დასტურს, პრობლების შემთხვევაში დაუკავშირდით ადრესატს მომდევნო დღეს (ციალა გიორგაძე - 595-92-93-85, ან 597 552 592).
დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ მხოლოდ თსუს მეილიდან.
დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!
ზემოთ მითითებული დოკუმენტების გარეშე განაცხადი არ მიიღება!!!